ვან ბასტენი ნიდერლანდების ნაკრებში ჩავის დანიშვნაზე – რაღაც ისე ვერ მიდის, თუ ნიდერლანდების ნაკრებისთვის ადგილობრივ მწვრთნელს ვერ ვპოულობთ #1TVSPORT
ლეგენდარული ფორვარდი მარკო ვან ბასტენი ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში მთავარ მწვრთნელად ჩავის დანიშვნას სკეპტიკურად უყურებს.
– პირადად მე უპირატესობას ნიდერლანდელ მწვრთნელს მივანიჭებდი. მიმაჩნია, რომ სპეციალისტები აქ, ნიდერლანდებში უნდა აღვზარდოთ. ყოველ შემთხვევაში, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. თუკი ნაკრებისთვის ადგილობრივ მწვრთნელს ვერ ვპოულობთ, გამოდის, რაღაც ისე ვერ მიდის, როგორც საჭიროა.
– თავად ისურვებდით ნაკრებში მუშაობას?
– აბსოლუტურად არა. ფეხბურთს საბოლოოდ ჩამოვშორდი. მომავალში ვაპირებ სხვა საქმეებით დავკავდე. ფეხბურთს კი გვერდიდან ვადევნებ თვალს, თანაც, საერთო ჯამში, ეს დიდად არც მადარდებს.
„ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩავი ნიდერლანდების ნაკრებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ ჩაუდგა სათავეში და კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.