ვან ბასტენი იამალზე - დღეისთვის საუკეთესო ფეხბურთელი, ეჭვგარეშეა #1TVSPORT
ვან ბასტენი იამალზე - დღეისთვის საუკეთესო ფეხბურთელი, ეჭვგარეშეა #1TVSPORT

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფორვარდმა მარკო ვან ბასტენმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

„ეჭვგარეშეა, ლამინ იამალი – ამ მომენტისთვის ის მსოფლიოში საუკეთესოა“, – განაცხადა ვან ბასტენმა შოუში Rondo.

ამასთან, „ოქროს ბურთის“ სამგზის მფლობელმა ხაზი გაუსვა, რომ გარემარბი საუკეთესო იქნება მხოლოდ იქამდე, სანამ პროგრესირებას გააგრძელებს და ტრავმებს აიცილებს თავიდან.

„მე ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ მისი თამაშით სიამოვნების მიღებას რაც შეიძლება დიდი ხანი“, – თქვა ნიდერლანდელმა.