VamosMiSevilla-ს ცნობით, „სევილია“ ქოჩორაშვილის ტრანსფერზე „სპორტინგს“ შეუთანხმდა #1TVSPORT

23:31, 18.08.2026

„სევილიამ“ გიორგი ქოჩორაშვილის დამატების თაობაზე „სპორტინგთან“ საბოლოო შეთანხმებას მიაღწია, – ინფორმაციას ესპანურ კლუბთან დაახლოებული ინტერნეტპორტალი VamosMiSevillaFC სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„„სევილიის“ მერვე შენაძენის, გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერის შესახებ სრული შეთანხმება მიღწეულია. სპორტულმა დირექტორმა, ხოსე იგნასიო ნავარომ მოსალოდნელი ტრანსფერის ფინანსური პირობები უკვე შეათანხმა“, – ამტკიცებს VamosMiSevillaFC.

გამოცემა ფინანსურ დეტალებზე არ წერს. ცნობილია, რომ ქოჩორაშვილის „სევილიაში“ გადასვლას სწორედ ფინანსური მხარე აფერხებდა. ესპანურ კლუბს, ფეხბურთელის იჯარის ნაცვლად, მისი სრულფასოვანი ტრანსფერით დამატება სურდა.

პრობლემას „სპორტინგის“ კატეგორიული მოთხოვნაც ქმნიდა – პორტუგალიელები 5.5 მილიონ ევროს ითხოვდნენ, „სევილია“ კი მათ დაახლოებით 4 მილიონს სთავაზობდა. მიუხედავად ამისა, მხარეები ბარიერების აღმოსაფხვრელად აქტიურად მუშაობდნენ და, ესპანური წყაროს ცნობით, მიზანს უკვე მიაღწიეს.

მსგავსი