ვალვერდეს ესპანეთის ჩემპიონატის მოგება კვლავ აპრილში სურს
ვალვერდეს ესპანეთის ჩემპიონატის მოგება კვლავ აპრილში სურს

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ კომენტარი გააკეთა გუნდის ლიდერ ლიონელ მესის სიტყვებზე, რომლებითაც ფეხბურთელმა ყველას მოუწოდა ახალ სეზონში ყველა ტიტულისთვის ბრძოლისკენ.

„ზემოქმედება გულშემატკივრებისგან ისეთია, რომ ჩვენ ყველა მატჩში გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ“, – ციტირებს გაზეთი „მარკა“ ვალვერდეს, – „მესიმ განაცხადა ის, რასაც ჩვენ ყველა ვიტყოდით. მე ესპანეთის ჩემპიონატის მოგებას აპრილში ვისურვებდი, როგორც ეს წინა სეზონში გავაკეთეთ“.