ვალვერდემ რეალთან მატჩზე ისაუბრა
ვალვერდემ რეალთან მატჩზე ისაუბრა

ერნესტო ვალვერდემ მადრიდის „რეალთან“ მატჩი შეაფასა -„ პირველი ტაიმი მთლიანად ჩვენი იყო. მეორე ნახევარში „რეალმა“ ტაქტიკა შეცვალა და გარისკვა დაიწყო, ჩვენ კი ამით ვისარგებლეთ. მხოლოდ 15 წუთი გაგვიჭირდა – ამბობს ბარსელონელთა მთავარი მწვრთნელი.

„კლასიკოს“ მოგება, თანაც ასეთი ანგარიშით, ძალიან ემოციურია, მაგრამ მიწაზე უნდა დავრჩეთ. წინ ბევრი შეხვედრა გვაქვს, ახლა „რაიო ვალეკანოზე“ უნდა ვიფიქროთ. ვიცი, როგორ მდგომარეობაშია ხულენ ლოპეტეგი. როცა რაღაც რიგზე არ არის, დამნაშავედ მწვრთნელი ითვლება, ფეხბურთში ასეთი წესია. როგორც მწვრთნელს, მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“ – თქვა ვალვერდემ.