ვალვერდემ ბარსელონასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
ვალვერდემ ბარსელონასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ერნესტო ვალვერდე საფეხბურთო კლუბ ბარსელონას მწვრთნელად მომავალ სეზონშიც იმუშავებს და, ახალი კონტრაქტის თანახმად, მისმა შეთანხმებამ კატალონიურ გრანდთან შესაძლოა 2020-21 წლების სეზონიც მოიცვას.

ამ ინფორმაციის გავრცელებით წერტილი დაესვა სპეკულაციებს იმის შესახებ, რომ ვალვერდე გუნდიდან წასვლას უკვე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ აპირებდა.

უნდა ითქვას, რომ ამ ხმების გავრცელებას თავად ვალვერდემაც შეუწყო ხელი, როდესაც განაცხადა, რომ არ იცოდა, რას გააკეთებდა მომავალ სეზონში. მიუხედავად ამისა, ბარსელონას პრეზიდენტმა ჯუზეპ მარია ბარტომეუმ ჯერ კიდევ იანვარში გამოთქვა სურვილი, რომ ესპანელი სპეციალისტი გუნდში დარჩენილიყო, დღეს კი (15.02) მისი ეს სურვილი ოფიციალურად გაფორმდა.