ვალვერდე „ოქროს ბურთის“ ფავორიტთა TOP-10-ში შევიდა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალულ ეტაპზე „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ შესრულებული ჰეთთრიკის შემდეგ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ფედერიკო ვალვერდე 2026 წლის „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა ტოპათეულში შევიდა. ურუგვაელი ფეხბურთელის კოეფიციენტი 101.0-დან 34.0-მდე დაეცა.
მთავარ ფავორიტად რჩება „ბარსელონას“ ნახევარმცველი ლამინ იამალი, რომლის კოეფიციენტია – 3.75.
„ოქროს ბურთის“ პრეტენდენტები ბუკმეიკერების ვერსიით:
- ლამინ იამალი (ბარსელონა) – 3.75
- კილიან მბაპე (რეალი) – 4.50
- ჰარი კეინი (ბაიერნი) – 5.50
- დეკლან რაისი (არსენალი) – 8.00
- მაიკლ ოლისე (ბაიერნი) – 13.00
- ვინისიუსი (რეალი) – 17.00
- ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) – 21.00
- ფედერიკო ვალვერდე (რეალი) – 34.00
- ვიტინია (პსჟ) – 34.00