ვალვერდე - ფილიპეს შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია
ვალვერდე - ფილიპეს შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია

ფილიპე კოუტინიომ მანჩესტერ იუნაიტედის კარში გატანილი გოლი განსაკუთრებული ჟესტით აღნიშნა, რასაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს პრესკონფერენციაზე ამის შესახებ შეკითხვა დაუსვეს.

„მასთან არ მისაუბრია. მართალია, გოლი გულშემატკივრებისკენ მიმართული ჟესტით აღნიშნა, მაგრამ მიკვირს, რომ ამაზე უფრო მეტს ვსაუბრობთ, ვიდრე იმ ფაქტზე, რომ მან ლიგის მეოთხედფინალში ასეთი გოლი გაიტანა. ეს უფრო მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს? თანაც, აქ განსაკუთრებული არაფერი იყო, ფილიპეს შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია“, – თქვა ვალვერდემ.