ვალვერდე „ბარსელონას“ სეზონის ბოლოს დატოვებს. კლუბმა ჩავისთან გამართა მოლაპარაკებები
ვალვერდე „ბარსელონას“ სეზონის ბოლოს დატოვებს. კლუბმა ჩავისთან გამართა მოლაპარაკებები

ესპანური პრესის ინფორმაციით, „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდრე დატოვებს თავის პოსტს 2019-20 წლების სეზონის შემდეგ. ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება ორივე მხარემ ერთდროულად მიიღო.

ვალვერდე „ბარსელონას“ 2017 წელს ჩაუდგა სათავეში და მას შემდეგ კატალონელებმა ორჯერ მოიგეს ესპანეთის ჩემპიონატი, თითოჯერ – ესპანეთის თასი და სუპერთასი.

ცნობილი გახდა, რომ „ბარსელონას“ წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები გამართეს ყატარის „ალ-სადის“ მთავარ მწვრთნელ ჩავისთან. სწორედ ის არის მთავარი კანდიდატი ვალვერდეს შემცვლელის პოზიციაზე.