ვალტერ საბატინი - საწყენია, რომ კვარაცხელიამ იტალია დატოვა, მაგრამ „ნაპოლის“ გადაწყვეტილება გონივრულია #1TVSPORT
ვალტერ საბატინი - საწყენია, რომ კვარაცხელიამ იტალია დატოვა, მაგრამ „ნაპოლის“ გადაწყვეტილება გონივრულია #1TVSPORT

იტალიელი მენეჯერი ვალტერ საბატინი (სერია A-ში სპორტულ დირექტორად მუშაობდა „პალერმოში“, „ლაციოში“, „რომაში“, „ინტერში“, „ბოლონიაში“, „სალერნიტანაში“) თვლის, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ გაშვება „ნაპოლისგან“ გონივრული არჩევანია, მაგრამ არაა დარწმუნებული, რომ „მანჩესტერის“ შემტევი ალეხანდრო გარნაჩო ქართველის შემცვლელად გამოდგება.

„აურელიო დე ლაურენტისი გუნდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან შეთავაზებას დათანხმდა. კვარაცხელიას გაშვება ყველაზე გონივრული და მიზანშეწონილი არჩევანია.

როდესაც მნიშვნელოვანი შეთავაზების წინაშე დგას, კლუბს არ შეუძლია უარი თქვას კაპიტალის ასეთ მნიშვნელოვან ზრდაზე, განსაკუთრებით იმ ორგანიზაციას, რომელიც გრანდი არაა. დე ლაურენტისი ოცი წელია, ფინანსურ სტაბილურობას და სპორტულ კონკურენტუნარიანობას აბალანსებს და ახერხებს. ეს სწორი გზაა.

საწყენია, რომ კვარაცხელიამ იტალია დატოვა – ის ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ მისი გაყიდვა უდაოდ სწორი გადაწყვეტილებაა. იმიტომ, რომ თანხის მინიმუმ 40-50% გუნდის გაძლიერებას მოხმარდება. ამ დროისთვის შეუძლებელია იმის თქმა, იმოქმედებს თუ არა ქართველის წასვლა სკუდეტოსთვის ბრძოლაში „ნაპოლის“ კონკურენტუნარიანობაზე. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ მოვა მის ნაცვლად. ამჟამინდელი შემადგენლობიდან გამომდინარე, „ნაპოლის“ მნიშვნელოვანი რესურსი აქვს.

ქართველის პოტენციური შემცვლელი გარნაჩო ძლიერი, მაგრამ არასტაბილურია. ჩემი აზრით, ანტონიო კონტეს თამაშის სტილს ფედერიკო კიეზა უკეთესად მოერგებოდა, რადგან შესანიშნავი მოთამაშეა. მიკვირს, რომ მან პრემიერლიგაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. ფედერიკო სწრაფი, ფიზიკურად ძლიერი და გუნდური მოთამაშეა“ – განაცხადა საბატინმა Radio Marte-თან ინტერვიუში.