ვალტერ მაძარი - „სალერნიტანასთან“ გამარჯვება დავიმსახურეთ #1TVSPORT
ვალტერ მაძარი - „სალერნიტანასთან“ გამარჯვება დავიმსახურეთ #1TVSPORT

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაძარიმ „სალერნიტანასთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ შეხვედრა პრესკონფერენციაზე შეაჯამა და აღნიშნა, რომ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტით კმაყოფილია.

„ამ შეხვედრაში ბრძოლისუნარიანობა გამოვავლინეთ და და ჩვენი თამაში ვიპოვეთ. „სალერნიტანა“ მთელ მოედანზე კარგად იყო განლაგებული და პირველივე შესაძლებლობის დროს გაიტანა. ბიჭები მშვიდად იყვნენ და ბრძოლა განვაგრძეთ. ბურთის ფლობაში ჩვენი უპირატესობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ.

სამწუხაროა, რომ კაიუსტე დაშავდა და იტალიის სუპერთასს გამოტოვებს. საკადრო პრობლემები ისედაც გვქონდა და ეს კიდევ უფრო დაგვაზარალებს. ის ძალიან ნიჭიერია და შეუძლია, შესანიშნავი ფეხბურთელი გახდეს. კაიუსტეს მდგომარეობა მაწუხებს, შესაძლოა, სამკურნალოდ დრო დასჭირდეს.

„ტორინოსთან“ ჩატარებული მატჩი („ნაპოლიმ“ 0:3 წააგო) ყველაზე ცუდი იყო იმ პერიოდში, როდესაც მე აქ დავბრუნდი. ხვალიდან იტალიის სუპერთასისთვის მზადებას დავიწყებთ. ახლა კი ამ მნიშვნელოვანი გამარჯვებით ვტკბები. ჩვენი მენეჯერები ყველაფერს აკეთებენ, რომ მეორე წრისთვის გუნდი გაძლიერდეს. სიახლეებზე ახლა მეტს ვერაფერს ვიტყვი“, – განაცხადა მაძარიმ.