ვალტერ მაძარი - კვარაცხელია ძალიან ნერვიულობდა და მიხარია, რომ გაიტანა #1TVSPORT
ვალტერ მაძარი - კვარაცხელია ძალიან ნერვიულობდა და მიხარია, რომ გაიტანა #1TVSPORT

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაძარიმ „კალიარისთან“ მატჩი (2:1) შეაფასა და თქვა, რომ გადამწყვეტი გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია შეხვედრამდე ძალიან ნერვიულობდა.

„კალიარის“ წინააღმდეგ მოგება მნიშვნელოვანი იყო, სამი ქულა გვჭირდებოდა. გამიხარდა მარიო რუის დაბრუნება, რადგან გვჭირდება მცველები, რომლებიც ფლანგის თავდამსხმელებს დაეხმარებიან. მის გარეშე კვარაცხელიას შეტევაში გაუჭირდა და ამას განიცდიდა, რადგან რუის და ოლივერას არყოფნაში სამ მეტოქეს ეჭიდავებოდა.

მატჩამდე მას ჰქონდა გაურკვევლობა. ის ნერვიულობდა და მთელი დღე მელაპარაკებოდა. ამ ბიჭებს უნდა მოვუსმინოთ, რადგან შარშან ჩემპიონები გახდნენ. კვარას რომ ვერ გაჰქონდა, ზეწოლა იგრძნო. ვცდილობდით, დაგვემშვიდებინა და მიხარია, რომ „კალიარისთან“ გაიტანა.

ის უკვე საკუთარ ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდება. საერთოდ, ხვიჩა განსაკუთრებული ბიჭია და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასეც იქნება. მჯერა, დაგვიბრუნდება კვარას ის ვერსია, რომელიც შარშან ვნახეთ. თუ გუნდი დამშვიდდება, თავის ღირებულებებს დაიბრუნებს, რაც ნებისმიერ მეტოქესთან დაგვეხმარება“ – ამბობს „ნაპოლის“ მწვრთნელი.