ვალტერ მაძარი „კალიარის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა #1TVSPORT
ვალტერ მაძარი „კალიარის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა #1TVSPORT

იტალიელი სპეციალისტი ვალტერ მაძარი „კალიარის“ მთვარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს, – იუწყება კლუბის პრესსამსახური.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაძარიმ იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა, ხელშეკრულების ფინანსური მხარე ჯერჯერობით უცნობია.

„კალიარის“ ახალი დამრიგებელი გამოცდილი სპეციალისტია, ის არაერთ გუნდს ედგა სათავეში, მათშსორის – „სამპდორიას“, „ინტერსა“ და „ნაპოლის“.

მაძარიმ თანამდებობაზე ლეონარდო სემპლიჩი შეცვალა, რომელმაც კლუბი იტალიის ჩემპიონატის ახალ სეზონში წარუმატებელი ასპარეზობის გამო დატოვა.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში „კალიარიმ“ სამი მატჩი ჩაატარა, მხოლოდ ერთი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში აუტსაიდერთა შორისაა.