ვალერი გაგუა „თელავის“ მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი „დინამო თბილისის“ აკადემიის წარმომადგენლელმა, ვალერი გაგუამ ჩაიბარა.
„საფეხბურთო კლუბ „თელავს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – გუნდს 44 წლის ვალერი გაგუა გაწვრთნის. ბატონო ვალერი, ფეხბედნიერი იყოს თქვენი მოსვლა ჩვენს დიდ ოჯახში და წარმატებები „თელავთან“ ერთად“, – აღნიშნულია „თელავის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ვალერი გაგუას თანაშემწეები ლევან მერებაშვილი და ალექსანდრ პარნიუკი (ფიზმომზადების მწვრთნელი) იქნებიან, მეკარეების მწვრთნელად კვლავაც ბუხუ ოდიკაძე იმუშავებს, ანალიტიკოსად კი – ანდრო გიორგობიანი.
ვალერი გაგუა 1980 წლის 26 თებერვალს დაიბადა. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. კარიერის განმავლობაში ორჯერ ითამაშა ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე – 18-წლამდელებში მეკარის რანგში, ხოლო შემდეგ თავდამსხმელად და 20-წლამდელების ევროს ფინალურ ეტაპზე ტურნირის ბომბარდირი გახდა.
სამწვრთნელო საქმიანობა „ნორჩი დინამოს“ საფეხბურთო სკოლაში დაიწყო, საქმიანობდა „დინამო თბილისის“ აკადემიაში, „საბურთალოში“, ბოლოს კი „დინამო თბილისი 2“-ს წვრთნიდა.