„ვალენსიის“ გულშემატკივრებმა „მესტალიასთან“ საპროტესტო აქცია გამართეს - მამარდაშვილის გუნდი გავარდნის კანდიდატია #1TVSPORT
„ვალენსიის“ გულშემატკივრებმა „მესტალიასთან“ საპროტესტო აქცია გამართეს - მამარდაშვილის გუნდი გავარდნის კანდიდატია #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ ლა ლიგიდან გავარდნა ემუქრება, რამაც „ღამურების“ გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია, ისინი „მესტალიასთან“ (კლუბის სტადიონი) შეიკრიბნენ და კლუბის მფლობელების საქმიანობა გააპროტესტეს.

„გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს უკმაყოფილება კომპანია Meriton Holdings-ისა და პიტერ ლიმის საქმიანობის მიმართ. ლა ლიგაში მორიგი იმედგაცრუების შემდეგ მას მოუწოდეს, რომ კლუბიდან წასულიყო. ეს პროტესტი სპონტანური იყო. პროტესტანტების ჯგუფი თვლის, პიტერ ლიმია პასუხისმგებელი, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდი ლიგიდან დაქვეითების კანდიდატი რომ გახდა, თუმცა ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი მას მუდმივად იცავს“, – წერს გამოცემა football-espana.

შეგახსენებთ, ლა ლიგის ბოლო ტურში „ვალენსია“ „სევილიასთან“ „მესტალიაზე“ 0:2 დამარცხდა, გასავარდნ ზონაში დარჩა და სამი ქულით ჩამორჩება მე-17 ადგილზე მყოფ „ალმერიას“, ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე კი ცხრა ტური დარჩა.