„ვალენსიას“ პრეზიდენტმა უფლებამოსილება საკუთარ ვაჟს გადააბარა #1TVSPORT

11:07, 04.03.2025

ესპანეთის ჩემპიონატის აუთსაიდერს „ვალენსიას“ ახალი პრეზიდენტი ჰყავს.

ადრე ეს პოსტი ლაიჰუნ ჩანს ეკავა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2022 წლიდან მუშაობდა.

ესპანური კლუბის ახალი პრეზიდენტი გახდა კიატ ლიმი – „ვალენსიას“ მფლობელის პიტერ ლიმის ვაჟი.

აღსანიშნავია, რომ უმცროსი ლიმი 2022 წლიდან დირექტორთა საბჭოში შედიოდა, ახლა კი მნიშვნელოვანი დაწინაურება მიიღო.

ლა ლიგას 26 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ 24 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში იმყოფება.

მსგავსი