„ვალენსიას“ მწვრთნელი მამარდაშვილზე - ძალიან სტაბილურია, შესანიშნავ თამაშებს ატარებს და გუნდს მაქსიმალურად ეხმარება #1TVSPORT
„ვალენსიას“ მწვრთნელი მამარდაშვილზე - ძალიან სტაბილურია, შესანიშნავ თამაშებს ატარებს და გუნდს მაქსიმალურად ეხმარება #1TVSPORT

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ მედიასთან „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ ლა ლიგის მე-18 ტურის გასვლითი მატჩის მოგებასა და ამ წარმატებაში გიორგი მამარდაშვილის დიდ როლზე ისაუბრა.

„გიორგი ახალგაზრდა მეკარეა, რომელსაც უკვე დიდი გამოცდილება აქვს. აქამდე ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან, ლოგიკურად, მატჩების მოსაგებად, სასურველი დონის მეკარეც უნდა გყავდეს. მან ეს გააკეთა რამდენიმე დღის წინ „ბარსელონას“ წინააღმდეგ და დღესაც. მეტოქის მოქმედებებს ძალიან კარგად კითხულობს.

იყო სამი-ოთხი ძალიან მძიმე საჰაერო ბრძოლა, რომელშიც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. მან კარგად მოახერხა მეტოქის შეტევების შეჩერება. ის ჩვენს გუნდს რთულ მომენტებში და თამაშებში ამხნევებს, შეუძლია გუნდის ხასიათზე მოყვანა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ საუკეთესო შესაძლებლობები გამოავლინოს, რათა კიდევ უფრო განვითარდეს – არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მამარდაშვილი ჯერ 23 წლისაა და მეკარისთვის ეს არის ასაკი, როდესაც მას რაღაც სასწავლი აქვს. თუმცა, მას აქვს ძალიან კარგი თვისებები და სიმართლე ისაა, რომ წელს ძალიან სტაბილურია, შესანიშნავ თამაშებს ატარებს და გუნდს მაქსიმალურად ეხმარება“, – განაცხადა „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა.