„ვალენსიას“ მწვრთნელი - მამარდაშვილი იზრდება, მისით ძალიან კმაყოფილები ვართ #1TVSPORT
„ვალენსიას“ მწვრთნელი - მამარდაშვილი იზრდება, მისით ძალიან კმაყოფილები ვართ #1TVSPORT

„ვალენსიას“ მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა მედიასთან ლა ლიგის 34-ე ტურში „ლევანტესთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შესახებ ისაუბრა, რა დროსაც გიორგი მამარდაშვილის კონტრაქტის გახანგრძლივებაზეც დაუსვეს კითხვა.

გაუხანგრძლივდება თუ არა მამარდაშვილს კონტრაქტი? წარმოდგენა არ მაქვს. ეს კლუბისთვის გადასაწყვეტი საკითხია. არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ბიჭი წარმოუდგენლად თამაშობს, შესანიშნავ დონეზე ავიდა, ბევრი რამ ისწავლა. მას მწვრთნელები და თანაგუნდელები ეხმარებიან. მისი თამაშით ძალიან კმაყოფილები ვართ“, – განაცხადა ხოსე ბორდალასმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის ბოლო ტურში ითამაშა „ლევანტესთან“ და მატჩის გმირად დაასახელეს. მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა, რომელიც რეზერვისეტბის მეკარედ დაიმატეს, „ვალენსიას“ კარში 16 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაუშვა.