„ვალენსიას“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „ფენერბახჩესთან“ - ევროლიგის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო] #1TVSPORT

საკალათბურთო ევროლიგაზე 29-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. „ვალენსიამ“ შინ „ფენერბახჩე“ მიიღო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა (66:52). 

ესპანელები მატჩს დამაჯერებლად აკონტროლებდნენ და პირველი ტაიმის შემდეგ ცხრა ქულის სხვაობით იგებდა. თურქებმა მდგომარეობის გამოსწორება ვერც მეორე ნახევარში შეძლეს და საბოლოოდ, „ველენსიამ“ 14 ქულის სხვაობით მოიგო.

მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი 17 ქულით სემ ვან როსომი გამოდგა. 12 ქულა მიითვალა მაიკ ტობიმ. „ფენერბახჩეს“ რიგებში 15 ქულით იან ვესელი გამოირჩა.

მოპოვებული გამარჯვების შემდეგ „ვალენსიას“ 15 მოგება და 14 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილს იკავებს. საპლეიოფო ზონაში მყოფ „ზენიტს“ ესპანელები ორი მოგებით ჩამორჩებიან. რაც შეეხება „ფენერბახჩეს“, თურქები 17 მოგებითა და 12 მარცხით მეშვიდე ადგილზე არიან.

ოლიმპიაკოსი – ზენიტი (75:61)

ბასკონია – ბაიერნი (78:71)

ეფესი – ჟალგირისი (89:62)