„ვალენსიას“ ხელში გადაუმუშავებელი ბრილიანტი მოხვდა - გუნდი ქართველის ტრანსფერში 100 მილიონს მოითხოვს #1TVSPORT
„ვალენსიას“ ხელში გადაუმუშავებელი ბრილიანტი მოხვდა - გუნდი ქართველის ტრანსფერში 100 მილიონს მოითხოვს #1TVSPORT

გამოცემა „ელდესმარკამ“ გამოაქვეყნა წერილი გიორგი მამარდაშვილზე, სადაც წერია, რომ „ვალენსიას“ ქართველი მეკარის ახალ კონტრაქტში მისი გამოსასყიდი შეიცვლება და 100 მილიონი ევრო ჩაიწერება, ხოლო მისი კონკურენტი, ნიდერლანდების ნაკრების მეკარე იესპერ სილესენი „ვალენსიას“ უკვე დაემშვიდობა.

„მამარდაშვილი ვარიანტია აწმყოსა და მომავლის გათვლით. მამარდაშვილი გრანდების ინტერესს აღვიძებს. ამ დროს, „ნაიმეგენი“ ცდილობს იესპერ სილესენის გადაბირებას, რომელიც „ვალენსიას“ უკვე დაემშვიდობა.

გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში „ვალენსიაში“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო და შეჯიბრის ბოლო კვირებში გუნდის ძირითადი მეკარე გახდა. 2021/22 წლების სეზონში არაერთხელ გახდა გმირი ლა ლიგასა და კოპა დელ რეიზე. მისმა გამორჩეულმა თამაშმა აიძულა „მესტალიელები“ გადაეხადა თანხა მისი კონტრაქტის გამოსასყიდად და ახლა „ვალენსიას“ ხელში გადაუმუშავებელი ბრილიანტი მოხვდა.

გუნდი უკვე განიხილავს კონტრაქტის 2027 წლამდე გახანგრძლივებას, რომლის შეწვეტის პუნქტშიც 100 მილიონი ევრო ჩაეწერება. უფრო მეტიც, როგორც „ელდესმარკასთვის“ გახდა ცნობილი, პროცესი სრული ტემპით მიმდინარეობს. მამარდაშვილმა ეს მოედანზე დაიმსახურა და სილესენის წასვლამ ეს პროცესი დააჩქარა.“

ამავდროულად, „დეპორტ კოპა ვალენსიას“ ცნობით, დიდი კლუბები დაინტერესდნენ ქართველთან არსებული სიტუაციით, ამიტომ „ვალენსიამ“ ერთი კვირის წინ გამართა შეხვედრა თავის აგენტებთან, რათა ზაფხულში ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილს კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, „ვალენსიას“ კი აქვს შესაძლებლობა ცალმხრივად კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს. ერთი წლის შემდეგ, „მესტალიაზე“ მეორე გუნდის მეკარედ ჩამოსული იმ დონემდე გაიზარდა, რომ ნახტომი გააკეთა და „ვალენსიას“ მთავარი მეკარე გახდა.

მამარდაშვილი „ვალენსიას“ კარგად რომ შეეფერება, მშრალად ჩატარებული მატჩების სტატისტიკა სარწმუნოდ აჩვენებს. ქართველმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. არ დაგვავიწყდეს, რომ ის იყო სარეზერვო გუნდისთვის ჩამოყვანილი და მის ორ კონკურენტთან შედარებისას დასკვნები თავისთავად გამოდის.

გიორგი მამარდაშვილი

მატჩები: 20

გაშვებული გოლი: 22 (1,1 თამაშში)

მშრალი მატჩები: 9

იესპერ სილესენი

მატჩები: 16 (+ 18 წუთი „სევილიასთან“)

გაშვებული გოლი: 28 (1,75 თამაშში)

მშრალი მატჩები: 3

ხაიმე დომენეკი

მატჩები: 9 (+ 72 წუთი „სევილიასთან“)

გაშვებული გოლი: 7 (0,8 თამაშში)

„მშრალი“ მატჩები: 2