„ვალენსიას“ ხავიერ აგირე ჩაიბარებს #1TVSPORT

19:24, 20.09.2026

მექსიკელი სპეციალისტი ხავიერ აგიერ „ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელი გახდება, – ინფორმაციას ესპანური მედია ავრცეებს.

აგირე ესპანურ კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე უხელმძღვანელებს და იმ კარლოს კორბერანის ადგილს დაიკავებს, რომელიც თანამდებობიდან გასულ კვირას გაათავისუფლეს.

მექსიკელს აქამდე „ოსასუნა“, „სარაგოსა“, „ესპანიოლი“, „ლეგანესი“ და „მალიორკა“ გაუწვრთნია, მისი ბოლო სამუშაო ადგილი კი მექსიკის ეროვნული გუნდი იყო.

აგირე 2026 წლის მუნდიალზე მექსიკის ნაკრებს ავარჯიშებდა და გუნდთან ერთად ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა, პლეიოფშიც ერთი ეტაპი გაიარა და მერვედფინალში ინგლისთან დამარცხდა.

მსგავსი