„ვალენსიამ“ სილესენი „ნაიმეგენში“ გაყიდა #1TVSPORT
„ვალენსიამ“ სილესენი „ნაიმეგენში“ გაყიდა #1TVSPORT

„ვალენსიამ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა ნიდერლანდელი მეკარის იესპერ სილესენის „ნაიმეგენში“ გაყიდვის შესახებ. ესპანური პრესის ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ ერთი მილიონი ევრო შეადგინა.

33 წლის ფეხბურთელი დაბრუნდა კლუბში, რომელშიც იწყებდა პროფესიულ კარიერას და მასთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სილესენი „ვალენსიაში“ 2019 წელს გადავიდა და ყველა ტურნირზე 67 მატჩი ჩაატარა.