„ვალენსიამ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა #1TVSPORT

16:01, 13.09.2026

„ვალენსიამ“ გუნდის მთავარი მწვრთნელი კარლოს კორბერანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი მიმდინარე სეზონის წარუმატებელი დასაწყისი გახდა. ლა ლიგაში ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში გუნდმა მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება.

მთავარ მწვრთნელთან ერთად, თანამდებობები დატოვეს მისი სამწვრთნელო შტაბის წევრებმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, რონ გურლეიმ.

კორბერანი „ვალენსიას“ სათავეში 2024 წლიდან ედგა. თუ ვინ უხელმძღვანელებს „ღამურებს“ მომავალში, ამ დროისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია.

მსგავსი