„ვალენსიამ“ „მილანის“ მეკარესთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
„ვალენსიამ“ „მილანის“ მეკარესთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

„მილანის“ მეკარე პეპე რეინა უახლოეს მომავალში „ვალენსიას“ კარის დარაჯი გახდება, – იუწყება Marca.

წყაროს ცნობით, „ღამურებმა“ რეინასთან ხელშეკრულების დეტალები უკვე შეათანხმეს და სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გამოცდილის მეკარის გუნდში გადმოყვანას გეგმავენ.

საინტერესოა, რომ იტალიური მხარე მზად არის, რეინა უსასყიდლოდ გაუშვას, რათა ხელფასის სახით სამი მილიონი ევრო აღარ გადაუხადოს.

37 წლის რეინამ გასული სეზონის მეორე ნახევარი „ასტონ ვილაში“ იჯარის წესით გაატარა, სადაც 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

დატოვე კომენტარი