„ვალენსიამ“ მამარდაშვილის ტრანსფერი გამოისყიდა და სილესენის წასვლა დააანონსა #1TVSPORT
„ვალენსიამ“ მამარდაშვილის ტრანსფერი გამოისყიდა და სილესენის წასვლა დააანონსა #1TVSPORT

„ვალენსიადან“ გიორგი მამარდაშვილის მთავარი კონკურენტი, ნიდერლანდების ნაკრების მეკარე იესპერ სილესენი მიდის – ინფორმაციას გამოცემა fichajes ავრცელებს.

„გასულ სეზონში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში“ მისვლას სატრანსფერო ბაზარზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გუნდმა ზაფხულში ქართველი მეკარის ტრანსფერი შეისყიდა, ახლა კი იასპერ სილესენი წავა და ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაში“ „ვალენსიადან“ წასული პირველი მოთამაშე იქნება“, – წერს გამოცემა.

ინტერნეტ-გამოცემა აღინიშნავს, რომ ნიდერლანდელმა მეკარემ ახალი კლუბი უკვე მოძებნა, რადგან მამარდაშვილის ჩრდილში მყოფს და სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩენილს, ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა სურს.

„სილესენი კარიერას „ნაიმეგენში“ გააგრძელებს, რომელმაც ერედივიზიის ბოლო სეზონში მეთერთმეტე ადგილი დაიკავა. მისთვის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა უმნიშვნელოვანესია, რადგან ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი უკვე ახლოსაა. „ბარსას“ და „აიაქსის“ ყოფილი მეკარე კი ნაკრებში დაბრუნებას იმედოვნებს. ის ბოლო თვეებში „ვალენსიას“ ბაზარზე პირველი მსხვერპლი იქნება“, – წერს გამოცემა.