„ვალენსიამ“ დიდი ანგარიშით მოიგო - მამარადაშვილი კვლავ გამორჩეულია [ვიდეო] #1TVSPORT
„ვალენსიამ“ დიდი ანგარიშით მოიგო - მამარადაშვილი კვლავ გამორჩეულია [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა. საქართველოს ნაკრების მეკარე ლა ლიგის მე-6 ტურში „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო „სელტასთან“, რომელიც მისმა გუნდმა 3:0 დაამარცხა.

სამუ კასტილეხომ 37-ე წუთზე ანგარიში გახსნა და „ვალენსია“ დააწინაურა, მასპინძლებმა უპირატესობა მატჩის ბოლოს გაზარდეს. მარკოს ანდრემ 82-ე წუთზე აიღო „სელტას“ კარი, ხოლო ანდრე ალმეიდამ საბოლოო ანგარიში 90+3-ე წუთზე დააფიქსირა.

„ვალენსიას“ დიდი ანგარიშით გამარჯვების შემდეგ მედიის ყურადღება შემტევებზე და ურუგვაელი ვარსკვლავის, ედისონ კავანის დებიუტზე გადაიტანეს, მაგრამ რომ არა საქართველოს ნაკრების მეკარის შესანიშნავი თამაში, შესაძლოა, „ვალენსიას“ თამაში ვერ მოეგო.

მე-17 წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, იაგო ასპასის შესრულებული ჯარიმის შემდეგ დაბალ კუთხეში დარტყმული ბურთი მოიგერია. 72-ე წუთზე კი იორგენ სტანდ ლარსონს ახლოდან დარტყმული თავური აიღო და გუნდი გოლის გაშვებისგან გადაარჩინა.

„ვალენსიამ“ ამ მოგებით 9 ქულა დააგროვა და 6 ტურის შემდეგ მე-8 პოზიციაზეა. გიორგი მამარდაშვილმა კი მიმდინარე სეზონში მეორედ შეინახა კარი მშრალად.