„ვალენსია“ სტუმრად „ალავესთან“ დამარცხდა - გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
„ვალენსია“ სტუმრად „ალავესთან“ დამარცხდა - გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 36-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ალავესთან“ 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მეკარე შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და მიუხედავად იმისა, რომ 75-ე წუთზე „ვალენსიის“ კარში პენალტი მის მიერ წესების დარღვევას მოჰყვა, მაინც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. პენალტიდან კი შეხვედრაში ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე ჟოან ჟორდანმა გაიტანა.

გიორგი მამარდაშვილმა თამაშის მანძილზე ოთხ მომენტში თავისი გუნდი გადაარჩინა. განსაკუთრებით ეფექტური მისი მოგერიებები პირველ ტაიმში იყო.

„ვალენსია“ 36 ტურის შემდეგ ესპანეთის ლა ლიგაში 45 ქულით მე-11 ადგილზეა და კონფერენს ლიგის ზონამდე ორი ქულა აშორებს.