„ვალენსია“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლორან ბლანის კანდიდატურას განიხილავს
„ვალენსია“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლორან ბლანის კანდიდატურას განიხილავს

ფრანგი სპეციალისტი ლორან ბლანი, შესაძლოა, „ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელი გახდეს.

ესპანური პრესის ცნობით, „პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ერთ-ერთი კანდიდატია ესპანური კლუბის დამრიგებლის პოსტზე. ასევე, ამ სიაში შედიან „ევერტონის“ ყოფილი დამრიგებელი მარკ სილვა და „უოტფორდის“ ექსმწვრთნელი კიკე სანჩეს ფლორესი.

54 წლის ბლანი „ბორდოს“ ავარჯიშებდა 2010-12 წლებში, შემდეგ ორი სეზონი საფრანგეთის ნაკრებში გაატარა. 2013-16 წლებში „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი იყო. პარიზულ კლუბთან ერთად, მან სამჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, ორჯერ ქვეყნის თასი და სამჯერ – სუპერთასი.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიამ“ 29 ივნისს გამოაცხადა ალბერტ სელადესის წასვლის შესახებ. გუნდს დროებით უდგას სათავეში 56 წლის ვორო გონსალესი.