„ვალენსია“ მამარდაშვილს ზაფხულში 850 ათას ევროდ გამოისყიდის - „ვალენსიას“ მფლობელმა გუნდის პრეზიდენტს ოპერაციის განხორციელების უფლება მისცა #1TVSPORT
„ვალენსია“ მამარდაშვილს ზაფხულში 850 ათას ევროდ გამოისყიდის - „ვალენსიას“ მფლობელმა გუნდის პრეზიდენტს ოპერაციის განხორციელების უფლება მისცა #1TVSPORT

„2022 წლის დადგომამდე „ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხის ნახევარს გადაიხდის“, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა „პლაზა დეპორტივა“ ავრცელებს.

სალვა ფოლგადოს წერილი საქართველოს პირველი არხის ინფორმაციას ადასტურებს, რომ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი „ვალენსიას“ „დინამო თბილისიდან“ ჯერ არ გამოუსყიდია და რომ ახლა მოლაპარაკება გარიგების დადების ვადაზე მიმდინარეობდა.

„მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ზოგიერთმა მედია-საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრანსფერი უკვე განხორციელდა, „ღამურებს“ „დინამო თბილისთან“ შეთანხმებული თანხა ჯერ არ დაურიცხავთ. თუმცა შესყიდვა, რომელიც სექტემბერში გადაწყდა, უახლოეს საათებში განხორციელდება. კონტრაქტი და მასთან დაკავშირებული ყველა პუნქტი, როგორც ფეხბურთელთან, ასევე ქართულ კლუბთან, მეკარის ჩამოსვლისას გაირკვა.

ესპანური „ვალენსიას“ მფლობელმა, პიტერ ლიმმა (სინგაპურელი მილიარდელი) „ვალენსიას“ პრეზიდენტს, ანილ მურტის სინგაპურში შეხვედრისას ოპერაციის განხორციელების უფლება მისცა. „ვალენსიას“ სამწვრთნელო შტაბს მიაჩნია, რომ მამარდაშვილი მნიშვნელოვანი აქტივია, რომელშიც შესაძლებელია გონივრული ეკონომიკური თანხის ინვესტიცია და მისი პირობებისა და პერსპექტივის გათვალისწინებით, რამდენიმე სეზონში მოგება მიიღოს.

ხელმძღვანელობა მოთამაშეს ორი გადახდით შეიძენს. პირველად „დინამოს“ თანხას 1 იანვრამდე დაურიცხავენ, მეორედ – 1 ივლისამდე. ჯამური გადასახდელი 850 000 ევროა. მამარდაშვილის ამ ფორმულით შესყიდვა უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე სრული გადახდა 2022 წლის 1 ივლისამდე, ვინაიდან ამ შემთხვევაში თანხა დაახლოებით მილიონ ევრომდე გაიზრდება. „დინამოსთან“ დადებული ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მამარდაშვილი „ღამურების“ 100%-იან საკუთრებაში 2022 წლის 1 ივლისიდან გადავა.

მეკარე კონტრაქტს სამი წლით გააფორმებს ანუ 2025 წლამდე. ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომ მისი შეწყვეტის შემთხვევაში 2022 წლის შემდეგ გიორგის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევრო იქნება. თანხა ყოველწლიურად ხუთი მილიონით გაიზრდება. „პლაზა დეპორტივასს“ ცნობით, 2022-2023 წლებში მეკარის ტრანსფერი 20 მილიონი ეღირება, 2023-24 წლებში – 25 მილიონი და 2024-25 წლებში – 30 მილიონი. შემდეგ მისი ხელფასიც გაიზრდება, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ „ვალენსიას“ საკუთრებაში იქნება, მამარდაშვილის ანაზღაურება მილიონ ევროს არ გადააჭარბებს“.