„ვალენსია“ მამარდაშვილის ტრანსფერს გამოისყიდის - მომავალში შეიძლება ევროპაში მნიშვნელოვანი მეკარე გახდეს #1TVSPORT
„ვალენსია“ მამარდაშვილის ტრანსფერს გამოისყიდის - მომავალში შეიძლება ევროპაში მნიშვნელოვანი მეკარე გახდეს #1TVSPORT

„ვალენსიას“ ჯერ არ გაუფრთხილებია მამარდაშვილი, რომ 1 იანვრამდე მისი ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებას გამოიყენებს. თუმცა, კლუბი ამ ნაბიჯის გადადგმას აპირებს, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა eldesmarque ავრცელებს.

„კლუბი ემზადებოდა ტრანსფერისთვის, რადგან ქართველი მეკარის ღირებულება შემდგომში გაიზრდება. სპორტულ მენეჯმენტში ფეხბურთელის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა სურთ, მაგრამ ჯერჯერობით სხვა პრობლემებს აგვარებენ. თუმცა, მამარდაშვილის შესახებ მოლაპარაკება მალე დასრულდება. არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ საკითხი 31 დეკემბრამდე დაიხურება. მამარდაშვილის ფასი მხოლოდ 800 000 ევრო იქნება. ამის შემდეგ ფასი გაიზრდება“, – წერს გამოცემა.

OneFootball-ის ცნობით, ქართველი მეკარე CIES-ის (მსოფლიო ფეხბურთის ლაბორატორია) მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი 23-წლამდელი მეკარეა და დონარუმასთან ერთად, TOP-10 მეკარეებში მოხვდა.

„მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილმა დაკარგა ადგილი ხოსე ბორდალასის გუნდის ძირითად შემადგენლობაში, უდავოა, რომ მამარდაშვილი ძალიან საინტერესო მეკარე და „ვალენსიას“ მომავალია. CIES-ის მიხედვით, ქართველი 23-წლამდელთა შორის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მეკარედ ითვლება. ის 21 წლისაა და საქართველოდან წასვლის შემდეგ მისი სახელი ყველამ იცის. შეუძლია, საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროპაში მნიშვნელოვანი მეკარე გახდეს. მისი რეალური სატრანსფეო ფასი, 8 მილიონი ევროა და ევროპის TOP-10 მეკარეთა სიაში მხოლოდ 7 კიპერს ჩამორჩება – სათავეში კი დონარუმას დგას“, – ასე აფასებს ქართველის მომავალს OneFootball.