„ვალენსია“ მამარდაშვილის კონტრაქტს ივნისში გამოისყიდის #1TVSPORT
„ვალენსია“ მამარდაშვილის კონტრაქტს ივნისში გამოისყიდის #1TVSPORT

გავრცელებული ცნობის მიხედვით, ესპანეთის ლა ლიგის კლუბმა „ვალენსიამ“ 21 წლის გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი გამოისყიდა „დინამო თბილისიდან“, რომელმაც გიორგი ესპანურ კლუბში იჯარით ზაფხულში გაუშვა.

საქართველოს პირველი არხის ცნობით, „ვალენსიას“ და „დინამო თბილისს“ შორის მოლაპარაკება ტრანსფერის გამოსყიდვაზე ნამდვილად მიმდინარეობს, ესპანელები ქართველ მეკარესთან სრულფასოვანი ხელშეკრულების გაფორმებით დაინტერესებულები არიან, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გამოუსყიდიათ.

წამყვანი ესპანური გამოცემების ცნობებში მითითებულია, რომ კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. საქარველოს პირველი არხს მოლაპარაკების კონკრეტული დეტალები საქმეში ჩართულმა პირმა აცნობა – ესპანელები ახლა დაადასტურებენ, რომ 21 წლის მამარდაშვილის ტრანსფერს ივნისში გამოისყიდიან. ლაპარაკია კონტრაქტის გაფორმების რამდენიმე ვარიანტზე – მათ შორის, 2, 3 ან 4-წლიან ხელშეკრულებაზე.

გიორგი მამარდაშვილი ესპანეთში ზაფხულში გადავიდა და თავიდან „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდის მეკარედ მოიაზრებოდა, მაგრამ ლა ლიგის სასტარტო 6 მატჩი ჩაატარა და მთლიანობაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. შედეგად, „მესტალიელებმა“ მისი კონტრაქტის გამოსყიდვა გადაწყვიტეს, რომელიც „დინამო თბილისს“ ეკუთვნის.