ვალენსია-ატალანტა 3:4 (1:4) - ფაქტები და სტატისტიკა
ვალენსია-ატალანტა 3:4 (1:4) - ფაქტები და სტატისტიკა

* 32 წლისა და 41 დღის იოსიპ ილიჩიჩი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ჰეთ-თრიკის ყველაზე ასაკოვანი ავტორია. შესაბამისად, პოკერისაც.

* 2020 წელს ილიჩიჩმა 14 გოლი გაიტანა. TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებიდან ასეთი შედეგი არავის აქვს.

* ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ისტორიაში მეოთხე პოკერი შესრულდა. ილიჩიჩამდე ეს შეძლეს ლიონელ მესიმ, რობერტ ლევანდოვსკიმ დ მარიო გომესმა.

* ილიჩიჩი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის გასვლით მატჩში შეასრულა ჰეთ-თრიკი.

* ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების გათამაშებაში მე-10 ჰეთ-თრიკი შესრულდა, რაც ტურნირის რეკორდია. ილიჩიჩამდე მინიმუმ სამი გოლი ერთ მატჩში გაიტანეს: ერლინგ ჰაალანდმა (დორტმუნდი), მისლავ ორშიჩმა (დინამო, ზაგრები), სერჟ გნაბრიმ (ბაიერნი), რაჰიმ სტერლინგმა (მანჩესტერ სიტი), კილიან მბაპემ (პსჟ), როდრიგომ (რეალი), რობერტ ლევანდოვსკიმ (ბაიერნი), არკადიუშ მილიკმა (ნაპოლი) და გაბრიელ ჟესუსმა (მანჩესტერ სიტი).

* კევინ გამეირო პირველი ფეხბურთელი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვისაც ამ ტურნირზე სამი ესპანური გუნდის შემადგენლობაში გაუტანია გოლები. „ვალენსიამდე“ მან „სევილიასა“ და „ატლეტიკოს“ რიგებში გამოიჩინა თავი.

ვალენსია-ატალანტა 3:4 (1:4)

გოლები: 0:1 ილიჩიჩი (3-პენ), 1:1 გამეირო (21), 1:2 ილიჩიჩი (43-პენ), 2:2 გამეირო (51), 3:2 ტორესი (67), 3:3 ილიჩიჩი (71), 3:4 ილიჩიჩი (82)

ვალენსია: სილესენი – გაია, დიახაბი (46. გედეში), კოკელენი (74. ჩერიშევი), ვასი – სოლერი, კონდოგბია, პარეხო, ტორესი – როდრიგო (79. ფლორენცი), გამეირო

ატალანტა: სპორტიელო – ჯიმშიტი, კალდარა, პალომინო – ჰატებური, დე როონი (44. საპატა), ფროილერი – პაშალიჩი (83. ტამეზი) – ილიჩიჩი, გომესი (78. მალინოვსკი)