„ვალენსია“ „ალმერიას“ დაუზავდა, გიორგი მამარდაშვილი მცველებმა დააღალატეს #1TVSPORT

01:09, 24.09.2023
VALENCIA, SPAIN - SEPTEMBER 16: Giorgi Mamardashvili of Valencia CF acknowledges the fans after the LaLiga EA Sports match between Valencia CF and Atletico Madrid at Estadio Mestalla on September 16, 2023 in Valencia, Spain. (Photo by Angel Martinez/Getty Images)

VALENCIA, SPAIN - SEPTEMBER 16: Giorgi Mamardashvili of Valencia CF acknowledges the fans after the LaLiga EA Sports match between Valencia CF and Atletico Madrid at Estadio Mestalla on September 16, 2023 in Valencia, Spain. (Photo by Angel Martinez/Getty Images)

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგის მორიგი შეხვედრა სტუმრად „ალმერიასთან“ 2:2 დაასრულა.

ქართველმა მეკარემ გუნდი ბევრჯერ გადაარჩინა, მაგრამ მეტოქის თავდამსხმელებზე არანაკლებ საფრთხეს საკუთარი მცველების შეცდომები უქმნიდა. „ვალენსიამ“ შეხვედრა კარგად დაიწყო და მე-14 წუთზე დიეგო ლოპესის ზუსტი დარტყმით დაწინაურდა. ამის შემდეგ „ალმერიამ“ შეუტია და სამი მწვავე მომენტი შექმნა.

რომ არა გიორგი მამარდაშვილი, მასპინძლები წინაც გავიდოდნენ. 32-ე წუთზე ქართველმა სერხიო არიბასის თავური დარტყმა მოიგერია, სამ წუთში ლუის სუარესის კიდევ უფრო რთულ შეტევას ეფექტური ნახტომით გაუმკლავდა. 36-ე წუთზე კი „ალმერიამ“ ფლანგური გადაცემით კიდევ ერთი მწვავე მომენტი შექმნა, მაგრამ გონსალო მელერომ ამჯერად ბურთი კარს ააცილა.

მეორე ტაიმში მამარდაშვილმა „ვალენსიის“ გადარჩენა კიდევ ერთხელ შეძლო. ასევე მოხდა 59-ე წუთზეც, როდესაც სახიფათო გასროლა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე სერხიო არიბასმა მცველს გადაასწრო და ანგარიში მაინც გაათანაბრა.

64-ე წუთზე „ვალენსია“ ხავი გუერამ ისევ წინ გაიყვანა – 1:2. 70-ე წუთზე „ალმერიამ“ პირველის მსგავსი გოლი გაიტანა. მამარდაშვილმა მორიგი დარტყმა აიღო, მაგრამ მცველებმა ამჯერადაც უყურადღებოდ ითამაშეს, სერხიო არიბასმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 6 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 10 ქულით მე-5 ადგილზეა.

მსგავსი