„ვალენსია“ 2.4 მილიონ ევროს იხდის „ვესტ ბრომვიჩის“ მწვრთნელში - გარიგება ახლოს არის დასრულებასთან #1TVSPORT
„ვალენსია“ 2.4 მილიონ ევროს იხდის „ვესტ ბრომვიჩის“ მწვრთნელში - გარიგება ახლოს არის დასრულებასთან #1TVSPORT

„ვალენსია“ ახლოს არის მთავარ მწვრთნელად კარლოს კორბერანის დანიშვნასთან. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს ესპანურმა კლუბმა გამოაცხადა რუბენ ბარახას განთავისუფლების შესახებ.

როგორც გაზეთი As წერს, „ვალენსიამ“ პრაქტიკულად დაასრულა მოლაპარაკებები კორბერანთან, რომელიც ინგლისურ „ვესტ ბრომვიჩს ავარჯიშებს.

სპეციალისტის კონტრაქტში არის პუნქტი 2.4 მილიონი ევროს ოდენობის გამოსასყიდის შესახებ. ორივე მხარემ მიაღწია წინასწარ შეთანხმებას თანხაზე, რომელიც ახლოსაა ამასთან.

ამ მომენტისთვის ოპერაცია დამოკიდებულია ამერიკული ფონდის თანხმობაზე, რომელიც ინგლისურ კლუბს ფლობს. ვარაუდობენ, რომ გარიგება ოთხშაბათს დასრულდება.

„ვალენსია“ კარლოს კორბერანს ორწლინახევრიან კონტრაქტს სთავაზობს.