ვალდანო ფიქრობს, რომ ზიდანს ბერნაბეუზე ძეგლი უნდა დაუდგან
ვალდანო ფიქრობს, რომ ზიდანს ბერნაბეუზე ძეგლი უნდა დაუდგან

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ ზინედინ ზიდანის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნების შესახებ ისაუბრა, იტყობინება ESPN.

„ჩემთვის გმირობის ტოლფასია ზიდანის „ლოს ბლანკოსის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაბრუნება. ფრანგმა იცოდა, რომ მისი გადაწყვეტილება სარისკო იქნებოდა. მას კლუბის პრეზიდენტიც და გულშემატკივრებიც მადლობას უნდა უხდიდნენ. მე ვფიქრობ, რომ ზიდანს ბერნაბეუზე ძეგლი უნდა დაუდგან. წინა წარუმატებელი სეზონის მიუხედავად, ზიდანის დაბრუნებამ კლუბში სიტუაცია დაამშვიდა. იმედი მაქვს, რომ მომავალი სეზონიდან მადრიდის „რეალის“ შემადგენლობას ფრანგი სპეციალისტი დაააკომპლექტებს“, – აცხადებს 63 წლის ვალდანო.