ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეაში ისევ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეაში გოლი გაიტანა და „ულსან ჰიუნდაის“ საშინაო შეხვედრაში „გუანჯუსთან“ გამარჯვებაში დაეხმარა – 2:1.

ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის K ლიგა 1-ის მე-10 ტურის მატჩში სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მხოლოდ 64-ე წუთზე გამოჩნდა. „გუანჯოუმ“ ამის შემდეგ (82- წუთზე) ანგარიში გახსნა.

დარჩენილი მცირე დროის მიუხედავად, „ულსანმა“ თამაში გადაარჩინა. 87-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა საჯარიმოსთან ბურთი მიიღო და სუსტად დაარტყა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა. 90+1-ე წუთზე კი ჯო მინ-კუმ „ულსანს“ გამარჯვება მოუტანა.

10 ტურის შემდეგ ქართველის გუნდმა 25 ქულა დააგროვა, ლიდერია და „სეულს“ ექვსი ქულით ასწრებს. ვაკოსთვის „გუანჯუსთან“ გატანილი გოლი მიმდინარე სეზონში მეორე იყო, ერთი კვირის წინ მან „პოანგის“ კარშიც გაიტანა.