ვაკო ყაზაიშვილმა „მწვანე ბარათი“ მიიღო
ვაკო ყაზაიშვილმა „მწვანე ბარათი“ მიიღო

ამერიკული სან-ხოსეს და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა „მწვანე ბარათი“ (Green Card) მიიღო.

ის კლუბში ლეგიონერად აღარ ჩაითვლება. ამერიკული კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება, რომ ამჟამად სან-ხოსეში ცხრა ლეგიონერია დარჩენილი, რომელთა შორის ერთ-ერთი ქართველი გურამ კაშიაა.

ვაკო ყაზაიშვილი „სან ხოსეს“ მოთამაშე 2017 წლის ივნისში გახდა. მის ანგარიშზე 46 ჩატარებული შეხვედრა და 15 გოლია.