ვაკო ყაზაიშვილმა „ლოს ანჯელესს“ გაუტანა [ვიდეო]
ვაკო ყაზაიშვილმა „ლოს ანჯელესს“ გაუტანა [ვიდეო]

ორ მარტს, ჩრდილოეთ ამერიკაში „ემ-ელ-ესის“ (MLS) ახალი რეგულარული სეზონი იწყება. ახალი სეზონისთვის მზადების ციკლში, გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის „სან ხოსემ“ ბოლოსწინა ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

ეს გუნდი „ლოს ანჯელესს“ ხვდებოდა და 3:0 მოიგო. მესამე გოლი სან ხოსელთა მხრიდან ყაზაიშვილმა გაიტანა. ისიც და კაშიაც 90 წუთი იყვნენ მოედანზე.


ეს იყო „სან ხოსეს“ ახალი მთავარი მწვრთნელის რანგში მატიას ალმედიას პირველი გამარჯვება.

„სან ხოსე“ ახალ სეზონს სამ მარტს, „მონრეალთან“ მატჩით დაიწყებს. კლუბმა გუშინ ახალი სეზონისთვის განკუთვნილი მაისურის პრეზენტაცია მოაწყო.