ვაკო ყაზაიშვილმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გაიტანა და „შანდუნ ტაიშანს“ „შენჟენ ჰინპენგჩენგთან“ გასვლითი მატჩის მოგებაში დაეხმარა – 3:1.
გამოცდილი ქართველი ნახევარმცველი „შანდუნ ტაიშანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და 23-ე წუთზე გატანილი გოლით თავისი გუნდი 2:0 დააწინაურა. ვაკოს 7.7 ქულა დაუწერეს, რაც შეხვედრაში მეორე საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა.
ჩინეთის სუპერლიგის ბოლო ოთხ ტურში ვაკო ყაზაიშვილმა ექვსი გოლი გაიტანა, სულ 21 შეხვედრაში მის ანგარიშზე 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ბომბარდირთა დავაში ყაზაიშვილი მხოლოდ „ბეიჯინგ გუანის“ ანგოლელ თავდამსხმელს, ფაბიო აბრეუს (16 გოლი, 5 საგოლე გადაცემა) ჩამორჩება.