ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგაში კიდევ ერთი გოლი გაიტანა #1TVSPORT

ყაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგაში კიდევ ერთი ბურთი გაიტანა და „შანდუნ ტაიშანს“ „ქინგდაოსთან“ დაძაბული მატჩის მოგებაში დაეხმარა – 3:2.

ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, 88 წუთი ითამაშა და 59-ე წუთზე „ქინგდაოს“ მესამე გოლი გაუტანა, რაც ამ შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი იყო. საბოლოოდ, ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა 7.4 ქულა დაიმსახურა.

ყაზაიშვილი კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს – ბოლო 5 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, სულ კი 22 მატჩში მის ანგარშზე 15 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

ბომბარდირთა დავაში 32 წლის ქართველი ფეხბურთელი მხოლოდ „ბეიჯინგ გუოანის“ ანგოლელ თავდამსხმელს, ფაბიო აბრეუს (16 გოლი) ჩამორჩება.