ვაკო ყაზაიშვილის დუბლი ლიდერთან [ვიდეო]

ვაკო ყაზაიშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ისევ გაიბრწყინა. დასავლეთ კონფერენციის ლიდერ “დალასთან” გასვლით შეხვედრაში საქართველოს ნაკრებისა და “სან ხოსეს” შემტევმა ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა და 12-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, კალიფორნიელებს უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 3:1.

ყაზაიშვილმა სან-ხოსელები მე-19 წუთზე დააწინაურა 0:1, ხოლო 88-ე წუთზე “დალასის” კარში მესამე გოლის ავტორი გახდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:3.

ყაზაიშვილი, ისევე როგორც საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია, ძირითად შემადგენლობაში იყო -ორივე მათგანმა შეუცვლელად ითამაშა. ვაკომ 22 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და გუნდის კაპიტან კრის ვონდოლოვსკისთან ერთად “სან-ხოსეს” საუკეთესო ბომბარდირია.

დასავლეთ კონფერენციაში “სან ხოსემ” მხოლოდ 16 ქულა დააგროვა და ბოლო მე-12 ადგილზეა.