ვაკო ყაზაიშვილი - შეტევაში აგრესია გვჭირდება
ვაკო ყაზაიშვილი - შეტევაში აგრესია გვჭირდება

გასულ შეხვედრებში დაცვაში კარგად ვმოქმედებდით, მაგრამ შეტევაში აგრესია გვაკლდა. ჩემი აზრით, პირველ რიგში, ეს კომპონენტი უნდა გავაუმჯობესოთ, – ამის შესახებ გიბრალტართან ევრო 2020-ის შეხვედრამდე ვაკო ყაზაიშვილმა განაცხადა.

საქართველოს ნაკრებისა და „სან-ხოსეს“ შემტევი ნახევარმცველის თქმით, ბევრი რამ მომენტების რეალიზაციაზე იქნება დამოკიდებული.

„გიბრალტართან შეხვედრაში შექმნილი მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ორი შეხვედრაა დარჩენილი. ამ გუნდის წინააღმდეგ ერთხელ უკვე ვითამაშეთ და ხვალინდელ მატჩშიც გამარჯვება იქნება მთავარი მიზანი. ჩვენი, თითოეული ფეხბურთელის სურვილია, რომ გულშემატკივრები გავახაროთ და მატჩი სასურველი შედეგით დასრულდეს“, – ამბობს ყაზაიშვილი.

გიბრალტარისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩი 15 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.