ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონია #1TVSPORT
ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონია #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილის „ულსანი“ სამხრეთ კორეის ჩემპიონია – K ლიგის ბოლოსწინა ტურში საქართველოს ნაკრების შემტევის გუნდma გასვლაზე „განგვონი“ 2:1 დაამარცხა და 17-წლიანი პაუზის შემდეგ ტიტული პირველად მოიპოვა.

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის რეგულარულ სეზონში ჩატარებული 33 ტურის შემდეგ ექვსი საუკეთესო გუნდი საჩემპიონო ექვსეულში გადამწყვეტ თამაშებს ერთ წრედ ატარებს, „ულსანმა“ კი ჩემპიონობა ერთი ტურით ადრე გაინაღდა.

ულსანმა“ გასვლითი მატჩი გამართა „განგვონთან“, ვაკო ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 67 წუთი ითამაშა. გადამწყვეტი გოლი 86-ე წუთზე სწორედ მისმა შემცვლელმა მარტინ ადამმა გაიტანა.

მორიგი მატჩის მოგებით ჩემპიონატის ლიდერმა „ულსანმა“ 76 ქულა დააგროვა და მიუღწეველი გახდა „ჯეონბუკისთვის“ (67 ქულა, ერთი მატჩი მარაგში აქვს) და ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველად მოიგო ჩემპიონის ტიტული.

ულსანმა“ სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და 22-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (18 მოგება, 4 ფრე). ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში 36 მატჩში 8 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირების სამეულშია.

ვაკო ყაზაიშვილისთვის ეს კარიერაში მეორე საჩემპიონო ტიტულია. პირველად ოქროს მედალი 2016/17 წლების სეზონში ვარშავის „ლეგიაში“ პოლონეთის ჩემპიონობისთვის მიიღო.