ვაკო ყაზაიშვილი - მთავარ მწვრთნელთან უთანხმოება პირადად მეც მომივიდა და კაშიასაც
ვაკო ყაზაიშვილი - მთავარ მწვრთნელთან უთანხმოება პირადად მეც მომივიდა და კაშიასაც
ვაკო ყაზაიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმ აუტში“ იმ სირთულეებე ილაპარაკა, რომელსაც ამერიკაში, „სან ხოსეში“ თამაშის დროს და საქართველოში სანაკრებო თამაშებზე ჩამოსვლისას აწყდება და კლუბის მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტიც ახხენა.
„ამერიკაში ბევრი ფრენა გვიწევს და აქაც რომ ჩამოვდივართ, ისე უნდა მოვემზადოთ, რომ 3-4 დღეში სათამაშოდ მზად ვიყოთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გადმოვერთოთ, რადგან საათებს შორის სხვაობა 11 საათია. ფეხბურთელისთვის ძალიან ძნელია, ამხელა განსხვავებების შემდეგ გადმოერთოს და გავიდეს და ითამაშოს. მაგრამ მაქსიმალურად ვცდილოთ, რომ ფორმაში ვიყოთ“ – ამბობს ვაკო ყაზაიშვილი.
მისი თქმით, „სან-ხოსეს“ მთავარ მწვრთნელთან, წლის დასაწყისში დანიშნულ არგენტინელ მათიას ალმეიდასთან თავიდან პრობლემები ჰქონდა: „ახალი მწვრთნელი მოვიდა და ახალ სისტემასთან შეგუება გაგვიჭირდა. ამის გამო მთავარ მწვრთნელთან უთანხმოება მომივიდა პირადად მეც და გურამ კაშიასაც. მაგრამ მერე დავჯექით, დავილაპარაკეთ და აგვიხსნა. მერე კარგად ავთამაშდით და „ლოს ანჯელეს გალაქსთან“ მოვიგეთ, ამ შეხვედრას კი კალიფორნიულ კლასიკოს ეძახიან. თუმცა, სამწუხაროდ, სეზონის ბოლო წარუმატებლად ჩავატარეთ“.