ვაკო ყაზაიშვილი MLS-ში ტურის საუკეთესო მოთამაშეა
ვაკო ყაზაიშვილი MLS-ში ტურის საუკეთესო მოთამაშეა

სან ხოსე „ერსქვეიქსის“ ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო რეპორტიორებმა (NASR) ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

23-ე ტურში „ერსქვეიქსმა“ „დალასი“ დაამარცხა და ვაკომ ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 შეხვედრაში ყაზაიშვილმა 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა „ქვეიქსი“ მე-19 წუთზე დააწინაურა. მეორე გოლი მან შეხვედრის მიწურულს, 88-ე წუთზე გაიტანა, როდესაც ვონდოლოვსკის გადაცემას გამოეხმაურა და ბურთი მეტოქის კარში შეაგორა.

სან ხოსე მომდევნო შეხვედრას შაბათს, 11 აგვისტოს გამართავს და კოლორადო „რეფიდს“ დაუპირისპირდება.

დატოვე კომენტარი