ვაკო ყაზაიშვილი - დინამო-არენაზე თამაში ბელარუსთანაც უპირატესობას გვანიჭებს
ვაკო ყაზაიშვილი - დინამო-არენაზე თამაში ბელარუსთანაც უპირატესობას გვანიჭებს

„ბელარუსი ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ თამაშის მასპინძლები ვიქნებით და მჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს სახლში ასეთი მეტოქის დამარცხება შეუძლია – ამბობს ვაკო ყაზაიშვილი პირველ არხთან.

საქართველოს ნაკრებისა და „სან ხოსეს“ შემტევი ნახევარმცველი პირველ არხთან იმედს გამოთქვამს, რომ „დინამო-არენაზე“ თამაში უპირატესობას მოგვანიჭებს: „ბოლო შეხვედრა (ყაზახეთან) თბილისში ვითამაშეთ და ისეთი ატმოსფერო იყო, რომ შანსი არ იყო, არ მოგვეგო. იმედია, ბელარუსთანაც ასე იქნება“.

შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის პირველ ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან ორი ნაბიჯი აშორებს. 2020 წლის მარტში საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფის ნახევარფინალში ბელარუსს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში მაკედონია-კოსოვოს წყვილის მოგებულს დაუპირისპირდება. ამ მატჩის მასპინძლის ვინაობა წილისყრით გადაწყდება, ხოლო გამარჯვებული ევრო 2020-ის საგზურს მოიპოვებს.