ვაკო გვილიამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა #1TVSPORT
ვაკო გვილიამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა #1TVSPORT

ვაკო გვილიამ „თელავს“ გაუტანა და „დინამო თბილისს“ გამარჯვებაში დაეხმარა. ამავე დროს, ეს გამოცდილი თავდამსხმელის მიერ თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ გატანილი პირველი გოლი იყო.

ბოლოს გვილიამ გოლი 2021 წლის 26 ოქტომბერს პოლონეთის თასის შეხვედრისას გაიტანა. მაშინ ჩესტოხოვას „რაკოვში“ თამაშობდა, რომელიც სათასო მატჩში გასვლზე „კალიშს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. იმ მატჩში ანგარიში გვილამ 37-ე წუთზე პენალტით გახსნა. შემდეგ კი ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და დიდი დრო გაუცდა.

უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება გადაწყვიტა და 2016–2022 წლებში „ჯვაროსნების“ ფორმით 44 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.