ვაკო გვილია მატჩის გმირად აღიარეს - „მიხარია, გუნდს რომ დავეხმარე“
ვაკო გვილია მატჩის გმირად აღიარეს - „მიხარია, გუნდს რომ დავეხმარე“

ვაკო გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატის 31-ე ტურის შეხვედრა ვარშავის „ლეგიასა“ და ვროცლავისშლასკს“ შორის, სადაც შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ლეგიამ“ პოლონეთის ჩემპიონატის (ექსტრაკლასა) საჩემპიონო ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა 2:0 მოიგო, ვაკო გვილიამ კი დუბლი შეასრულა.

„მოხარული ვარ, რომ გუნდს მოგებაში დავეხმარე და სამი ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ მატჩის მოთამაშე გუნდია და არა რომელიმე მოთამაშე, რადგან გამარჯვების მისაღწევად ჩვენ ყველამ ერთად ვიმუშავეთ და მიზანს მივაღწიეთ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი „იაგელონიასთან“ შემდეგი ტურის მატჩია. ჩვენ ძალიან მობილიზებულები ვართ. მატჩებს შორის შესვენება მცირეა და გამომდინარე აქედან, ძალების აღდგენა რთულია, მაგრამ საამისოდ ყველაფერს ვაკეთებთ. ვიმედოვნებთ, რომ ბევრი ტრავმა არ იქნება და მოედანს ყველა მალე დაუბრუნდება“, – განაცხადა მატჩის შემდეგ ვაკო გვილიამ.