ვაკო გვილია „ლეგიას“ დაუბრუნდა
ვაკო გვილია „ლეგიას“ დაუბრუნდა

ვაკო გვილია ვარშავის „ლეგიას“ დაუბრუნდა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს – ინფორმაციას პოლონური კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ვალერიან გვილია მოედანს დაუბრუნდა. ის ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, ახლა კი საერთო ჯგუფთან ერთად ემზადება. ქართველს პაუზა კორონავირუსზე დადებითი ტესტის გამო ჰქონდა,“ – წერს „ლეგიას“ ვებგვერდი.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 27 იანვარს, კორონავირუსზე ტესტირება გაიარა. პირველმა ტესტმა უარყოფითი შედეგი დააფიქსირა, მაგრამ 28 იანვარს ჩატარებულ განმეორებით ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო და იზოლაციაში იმყოფებოდა. იმ პერიოდში „ლეგიაში“ COVID 19 გუნდის ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა.

ვაკო გვილიამ ინდივიდუალური ვარჯიში 9 თებერვალს განაახლა, გუნდს კი ორ დღეში დაბრუნდა. კორონავირუსის გამო საქართველოს ნაკრების 26 წლის ფეხბურთელმა პოლონეთის ექსტრაკლასას საგაზაფხულო ეტაპის საწყისი სამი მატჩი გამოტოვა.