ვაკო გვილია - ხორვატია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია
ვაკო გვილია - ხორვატია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია

ვაკო გვილიამ პულაში ხორვატიის ნაკრებთან მომავალ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

„პირველ რიგში, მსურს, რომ ხორვატიას ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მივულოცო. ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთმანეთს ევრო 2020-ზე შევხვდეთ. ამის შანსი მარტში მოგვეცემა, როდესაც ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს დავუპირისპირდებით. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს უნიკალური შანსი იქნება და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ“ – ამბობს ვაკო გვილია.

ვარშავის „ლეგიას“ ქართველმა ნახევარმცველმა მეტოქეზე ილაპარაკა: „ხორვატია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია და გვსურს, რომ ჩვენი ხარისხი და ხასიათი ვაჩვენოთ. იმედია, რომ წელს წარმატებული თამაშით დავასრულებთ და გულშემატკივარს გავახარებთ.“

ხორვატიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური მატჩი ქალაქ პულაში, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.